რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს, დილის 4 საათზე უკრაინაში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებზე. პარალელურად, შეტევა დაიწყეს საოკუპაციო ძალის სახმელეთო შენაერთებმა.
რამდენიმე კვირაში რუსულმა ჯარმა, ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ჩათვლით ქვეყნის 28%-ის გაკონტროლება შეძლეს, რასაც მოყვა ვლადიმერ პუტინის მხრიდან, ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციაში მიღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის დროს 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულებს შორის 669 ბავშვია. ამასთან, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა, უკრაინასთან ომში 867 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.