საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომების მოწვევას გეგმავს.
პრეზიდენტის განკარგულება, რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.
სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა.