"თბილისი მოლთან", ავტომაგისტრალზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ, ნიკა მელია, გიგი უგულავა, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე დააკავეს.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს. ინფორმაციას, ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
სავარაუდოდ, დაკავებულია აქციის, კიდევ, რამდენიმე მონაწილე.
დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.