ომბუდსმენი ალტ-ინფოს გაუქმებას ითხოვს

05 ივლისი 2022, 20:20 634 ნახვა

სახალხო დამცველი "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვას ითხოვს, რაც ნინო ლომჯარიას განცხადების მიხედვით, გასული წლის ხუთ ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ომბუდსმენის თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა 27 მოქალაქის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილეთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი