უკრაინის დასავლეთით რივენის რეგიონში სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათვე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ცნობილია 9 დაშავებულის შესახებ.
რივენის რეგიონში ავიაიერიში რამდენიმე საათი გრძელდებოდა, შედეგად კი სატელევიზიო ანძა დაზიანდა.