ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

06 მარტი 2025, 16:16 155 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინ გამომცემლობა ,,ბათუმელებისა" და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნების მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. თავად მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს დისტანციურად ესწრება.

დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძის აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ აღნიშნული მოსამართლე მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძეა. დაცვის მხარის განცხადებით არ სურთ, რომ აღნიშნული გარემოების გამო საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

მოსამართლის განცხადებით, აცილების საფუძველი არ არსებობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე აჭარის პოლიციამ არ განიხილოს. მათი განცხადებით, ბრალდების მხარე ამ საქმეში პერსონალურად არის დიანტერესბეული. როგორც აჭარის სამმართველოს უფროსი, გრიგოლ ბესელია ისე ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. შეაბამისად, ადვოკატები ითხოვენ აჭარის პოლიცია და მისი ყველა წარმომადგენელი  აცილებული იყოს ამ საქმიდან.

მედიამეჯერს გამოძიება 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება, საქმეზე გამოძიება 173-ე მუხლით არის დაწყებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, თუმცა, საქმეში არაა წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას დღეს ესწრება ლიეტუვის ელჩი ასევე დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის საელჩოს წარმომადგენლები.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში