აითიბი ბერლინზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. 3 დღიან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარდგენილი.
საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ.
გამოფენაზე 190 ქვეყანაა წარდგენილი და მას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
აითიბი ბერლინის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.