აქციაზე გზის გადაკეტვის საქმე - ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

06 მარტი 2025, 10:24 170 ნახვა

პროევროპული აქციებზე დაკავებული რამდენი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქმეებს სხვადასხვა მოსამართლეები განიხილავენ და ის ძირითადად ადმინისტრაციული სახისაა. სამართალდამცავები მოქალაქეებს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან.

მათ შორის საუბარია 31 იანვრის აქციაზე, რომელზეც სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები „არასაკმარისი რაოდენობის“ გამო გზას ვეღარ გადაკეტავდნენ, აქტივისტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ასევე ოპოზიციის წევრის გიორგი კირთაძის საქმეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

დღესვე გაიმართება 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე პროცესი, ამჯერად საქმე ეხება ადმინისტრაციულ მუხლს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში