ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კირთაძე 2000 ლარით დაჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

06 მარტი 2025, 13:46 210 ნახვა

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე 2000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ასევე 3 წლით ჩამოართვეს იარაღის ტარების უფლება.

გიორგი კირთაძე 12 იანვრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მაშინ, როცა აქციაზე პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას აკავებდნენ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში