რუსული ჯარი კვლავ ცდილობს კიევის ბლოკირებას - უკრაინის გენშტაბი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

02 მარტი 2022, 10:28 1019 ნახვა

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსეთის შეჭრას უკვე მეშვიდე დღეა გმირულად უმკლავდება.

მათვე განცხადებით, რუსული ჯარი კვლავ ცდილობს კიევის ბლოკირებას ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებით.

"აგრესორი წარუმატებლად არის ფოკუსირებული ქალაქ მარიუპოლის ბლოკირებაზე, აგრძელებს მოძრაობას ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებით. შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში კი რუსეთი სამხედრო-საზღვაო ჯგუფს ათავსებს და საზღვაო სადესანტო ოპერაციისთვის ემზადება. ამასთან, რუსეთის ჯერ ვერ ახერხებს სუმის, ლებედინისა და ოხტირკას ალყაში მოქცევას. სვიტილნაიას, პერემოღასა და ჰოსტროლუჩნაიას დასახლებების რაიონში კი მტრის ჯარმა შემტევი პოტენციალი დაკარგა"-აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

მათვე თქმით, ოკუპანტებს ყველა მიმართულებით აქვთ დანაკარგი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში