იაპონიაში მესამე დღეა ორმოში ჩავარდნილი მძღოლის ამოყვანას ვერ ახერხებენ

30 იანვარი 2025, 13:10 541 ნახვა

ტოკიოს მახლობლად სატვირთო მანქანის მძღოლის გადარჩენის მცდელობები, რომელსაც  ფეხქვეშ  მიწა გამოეცალა და მანქანიანად მოულოდნელად გაჩენილ ორმოში ჩავარდა, მესამე დღეა გრძელდება.

74 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც სამშაბათის შემდეგ ორმოშია ჩარჩენილი, უცნობია- იტყობინება ადგილობრივი მედია.

შემთხვევის ადგილის  დრონით გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ ორმო კიდევ უფრო გაფართოვდა მას შემდეგ, რაც  ახლომდებარე მეორე ორმოს შეუერთდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავტომაგისტრალზე ორმო თავდაპირველად  დაზიანებული კანალიზაციის მილის გამო გაჩნდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში