ვოლგოგრადში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

31 იანვარი 2025, 09:01 87 ნახვა

ვოლგოგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, თბოელექტროსადგურსა და ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბის-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

აფეთქების შესახებ ადგილობრივებიც იტყობინებიან. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა აღნიშნა, რომ დრონის ნამსხვრევებმა ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში