აშშ-ში ყოფილ სენატორს 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

30 იანვარი 2025, 13:08 121 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სენატორს ბობ მენენდესს ქრთამის აღების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მარტში მენენდესის მეუღლის ნადინ მენენდესის კორუფციულ საქმეზე სასამართლო პროცესი  იწყება. 

დემოკრატიული პარტიის წევრი მენენდესი 18 წელზე დიდხანს წარმოადგენდა ნიუ ჯერსის შტატს სენატში, ის ასევე გახდა პირველი სენატორი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც დამნაშავედ სცნეს უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედებაში. მენენდესმა სენატორის თანამდებობა აგვისტოში დატოვა. იგი 16 ივლისს სცნეს დამნაშავედ.

სენატორ მენენდესს თაღლითობაში, უცხოურ აგენტად მოქმედებაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასა და სხვა დანაშაულებში ედებოდა ბრალი.

პროკურორების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ქრთამის აღების რამდენიმე სქემაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც სენატორმა და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში