ვაშლოვანის სკოლა - კომპლექსის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

31 იანვარი 2025, 14:18 1136 ნახვა
00:00
00:00

ხულოში სოფელ  ქვედა ვაშლოვანში სკოლა-კომპლექსის მშენებლობა გრძელდება  სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება  და სასწავლო პროცესი ახალ სკოლაში გაგრძელდება.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი დანისპარაულში, ღორჯომში, უჩხოსა და მეკეიძეებში, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციები უკვე მომზადებულია.

რესურსცენტრის ინფორმაციით, პარალელურად რამდენიმე სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში