რუსეთის იერიში ქალაქ სუმიზე - არის მსხვერპლი

31 იანვარი 2025, 09:48 95 ნახვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

უკრაინის სამხედროების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყოველ ასეთ დარტყმას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება და ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში