სუმში დრონით თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შაჰედის ტიპის დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 9, მათ შორის ერთი ბავშვია.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.