ქალაქ ხერსონში რუსი ოკუპანტების ქვეითი ჯარი შევიდა. ქალაქი ალყაშია.
რუსულმა არმიამ ხერსონის შესასვლელებთან საგზაო ბლოკები მოაწყო, მაგრამ ქალაქი არ ნებდება - აცხადებს მერი. იგორ კოლიხაევი ფეისბუქზე წერს, რომ ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ქალაქს აეროპორტის მხრიდან უტევენ.
ხერსონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ალიონა პანინა ამბობს, რომ ყველა მხარეს რუსი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკაა.