ქედაში შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თოვლისაგან უკვე გაიწმინდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები.
რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს, აჭარის საავტომიბილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა მიმართულებით მიმოსვლა აღდგენილია.
დარჩენილია მეძიბნა - აგოთას მიმართულება, რომელიც გეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აგოთას მცხოვრებლები ალტერნატიული გზით სარგებლობენ.