ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების“ პრემიერა გაიმართა. ფილმი შვეიცარიული-ქართულ-გერმანული წარმოებისაა, რომლის რეჟისორია სალომე ჯაში რომელშიც ასახულია ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ბუმბერაზი ხეების მიმართ , ანოტაციაში საუბარია იმაზე, რომ ფილმში ნაჩვენებია ის კონტრასტი, რაც არის მდიდარ ადამიანსა და ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს შორის.
ფილმის პრემიერა გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე, ასევე - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ახლახანს, ფილმი ევროპული კინოდაჯილდოვების ნომინანტად შეირჩა. ფილმი საქართველოს 5 ქალაქში იქნება ნაჩვენები, ასევე დაგეგმილია მისი ჩვენება რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე.