თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს

19 თებერვალი 2025, 17:16 190 ნახვა

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომელიც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გამოაქვეყნა.

ქათამაძის განმარტებით, ის ასევე უარს აცხადებს ექიმებთან კონსულტაციაზე და ჯანმრთელობის კვლევების ჩატარებაზე.

მზია ამაღლობელმა გუშინდელ წერილში, თემურ ქათამაძესაც მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.

დაკავებული მედროშე თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. მან შიმშილობა 16 იანვარს დაიწყო.

 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში