რუსთაველის გამზირის განახლების სარემონტო სამუშაოები მაისში დაიწყება

19 თებერვალი 2025, 14:18 186 ნახვა

თბილისის მერია მაისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთვარობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ გამზირზე საავტომობილო გზა არის ამორტიზებული, ხშირია დაზიანებები და გზის ჩავარდნის შემთხვევები, სამუშაოების პირველი ეტაპი კომუნიკაციების მოწესრიგებაა.  

ამას გარდა, დედაქალაქის მერია გეგმავს არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

რუსთაველის გამზირი, სადაც რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს, ბოლო 84 დღეა პროევროპული მრავალრიცხოვანი აქციების გამართვის მთავარი ადგილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში