თოვლის საფარისგან გზების წმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

20 თებერვალი 2025, 11:18 467 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება თოვლის წმენდის სამუშაოები.

მათივე განმარტებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია.

"შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა თავისუფალია და გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.

ქედის მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებაზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 40 სმ. აღწევს და სამუშაოები მიმდინარეობს სარფი-კალენდერეს და ყოროლისთავის დასახლებებში და მაჭახელას ხეობაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებაზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია.

თოვა მაღალი ზონის სოფლებში ინტენსიურად გრძელდება და საჭიროების შესაბამისად დეპარტამენტის სპეც. ტექნიკა ყველა მიმართულებაზე უზრუნველყოფს გზის გაწმენდის სამუშაოების განხორციელებას"- განმარტავენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში