პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

20 თებერვალი 2025, 14:56 191 ნახვა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით, მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, მის თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას. კანონის პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც ჩაითვლება ბიუროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

როგორც საკითხზე მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, დღესდღეობით აღნიშნულ უფლებამოსილებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს, თუმცა, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს ჩამოერთვა ცალკეული ფუნქციები, მათ შორის, თანამდებობის პირების დეკლარირების ფუნქცია, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს გადაეცა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბიუროს ლიკვიდაციის საკითხი.

კანონი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში