რა შეზღუდვები იმოქმედებს ზამთრის კურორტებზე?

13 ნოემბერი 2021, 12:30 907 ნახვა

გოდერძზე და გომარდულზე ზამთრის სეზონი დეკემბერში გაიხსნება. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით საკურორტო ზონები ვიზიტორებს არსებული რეგულაციების დაცვით მიიღებს , კონკრეტულად შეზღუდვები შეეხება დახურულ გონდოლებს, დახურულ სივრცეებს და  კვების ობიექტებსა. 10  კაციან გონდოლით 8 მოქალაქე ისარგებლებს.

შეზღუდვები შეეხება საოჯახო სასტუმროს მფლობელებსაც, კონკრეტულად გესთჰაუსებში განთავსებისთვის ვიზიტორმა უნდა იქონიოს „ მწვანე ბარათები „ რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. კონტროლის მექანიზმი 2 დონიანი იქნება, პირველ ეტაპზე მოქალაქეების შემოწმება ბიზნეს ოპერატორს ევალება, რეგულაციის აღსრულებას კი შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში