რუსეთში ესტონეთის კონსული დააკავეს

07 ივლისი 2021, 11:45 756 ნახვა

რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა სანქტ-პეტერბურგში ესტონეთის კონსული დააკავეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მარტ ლიატე მაშინ დააკავეს, როდესაც მას რუსეთის მოქალაქე საიდუმლო მასალებს აწვდიდა.  მათი მტკიცებით, აღნიშნული საქმიანობა არ შეესაბამება დიპლომატის სტატუსს და რუსეთის ფედერაციის მიმართ მკაფიო მტრული ხასიათი აქვს. „უცხოელი დიპლომატის მიმართ ზომები საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იქნება მიღებული,” - აცხადებენ „ეფესბეში“. მომხდარს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.

უწყების პრესსპიკერის განცხადებით, დიპლომატის დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი ირჩევს დაპირისპირებას ევროკავშირის ქვეყნებთან, ნაცვლად იმისა, რომ შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია მათთან ურთიერთობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი