ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, ხამენეის ირანის ტერიტორია არ დაუტოვებია და იმ ადგილას, სადაც გადაიყვანეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.
გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალაა ლიკვიდირებული.