ირაელმა ბეირუთში ჰესბოლას  მთავარი  შტაბი დაბომბა

28 სექტემბერი 2024, 12:01 187 ნახვა

ისრაელი ბეირუთზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს.  თანდართულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ საჰაერო  იერიში იმ შენობებზე მიიტანეს, რომლებშიც ჰეზბოლას ბოევიკები იარაღს და საბრძოლო მასალას ინახავენ. ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე  ჰეზბოლას გამშვები სისტემები და ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. საჰაერო თავდასხმების სერია ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე შაბათს დილით განხორციელდა. თვითმხილველთა მტკიცებით,  გამთენიისას 20-ზე მეტი ბომბი აფეთქდა დედაქალაქში.

მშვიდობიანი მოსახლეობა სახლებიდან გამორბოდა,  ათასობით ლიბანელი შეიკრიბა მოედნებზე, პარკებსა და ტროტუარებზე ბეირუთის ცენტრში და ზღვისპირა რაიონებში. ბეირუთზე საჰაერო დარტყმების სერია ყველაზე ძლიერი იყო ისრაელის   ჰეზბოლასთან თითქმის ერთწლიანი ომის განმავლობაში.  ისრაელის თავდაცვის ძალების  სპიკერის  განცხადებით, წერტილოვანი დარტყმები მიზნად ისახავდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის ცენტრალური სარდლობის ლიკვიდაციას. ჰესბოლასთან დაახლოებულმა წყარომ როიტერს განუცხადა, რომ   დაჯგუფების გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა ცოცხალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი