თეირანში ისრაელის ლიბანზე თავდასხმებს აპროტესტებენ და შურისძიებას მოითხოვენ

28 სექტემბერი 2024, 14:50 175 ნახვა

ირანის დედაქალაქის  ქუჩებში ათასობით სტუდენტი და  ქალაქის მკვიდრი გამოვიდა და ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული თავდასხმები დაგმო.   პალესტინის მოედანზე შეკრებილებს ხელში ეჭირათ  სხვადასხვა დროშა  და ჰამასის, ჰეზბოლას და ირანის ლიდერების პორტრეტები. მომიტინგეები ისრაელის ბოლო ქმედებებისთვის შურისძიებას ითხოვენ.  ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს  და რაც შეიძლება მალე-აცხადებენ ისინი. მიმდინარე  კვირაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი