დაღესტანში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

28 სექტემბერი 2024, 14:49 211 ნახვა

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალასთან ახლოს  ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, დაშავებულია 23 ადამიანი.  ოთხი ადამიანი რჩება საავადმყოფოებში, მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

რეგიონულმა ენერგო კომპანიამ განაცხადა, რომ აფეთქებამ დააზიანა "ენერგეტიკული ობიექტები" და რომ ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეფერხდა მიმდებარე რაიონებში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაიონში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში 28 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში