აშშ-მა ერაყში გლობალური კოალიციური მისია დასრულებულად გამოაცხადა

28 სექტემბერი 2024, 13:19 193 ნახვა

აშშ-მა ერაყში გლობალური კოალიციის მისია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იყო შექმნილი, დასრულებულად გამოაცხადა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის და ერაყის მთავრობების ერთობლივ წერილს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისია 12 თვის განმავლობაში, არაუგვიანეს 2025 წლის სექტემბრისა, საბოლოოდ დაიხურება.

მისიის დახურვის შემდეგ ერაყის უსაფრთხოებაზე და „ისლამური სახელმწიფოს“-გან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაზე ერაყის სამხედრო ძალები იზრუნებენ, თუმცა, ამერიკელებიც დაეხმარებიან.

სირიაში გლობალური კოალიციის მისია 2026 წლის სექტემბრამდე დარჩება.

გლობალური კოალიციის მისია 2014 წელს აშშ-ის ინიციატივით შეიქმნა.

მისიის მთავარ მიზანი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაა. გლობალური კოალიციაში 87 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოცაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი