„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
„ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიოს დატერორებას“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა.
ჰასან ნასრალას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ჰეზბოლას“, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.