28 სექტემბერს ძაღლებისა და კატების ცოფზე უფასო ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი

24 სექტემბერი 2024, 17:07 408 ნახვა

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი და კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.

აჭარაში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს, შაბათს, 11:00-16:00 საათებში, შემდეგ მისამართებზე:

ბათუმი - 6 მაისის პარკი. ტბის მიმდებარე ტერიტორია. კოლონადები სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან;
ხულო - შინდისის გმირების ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
შუახევი - სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
ქედა - 26 მაისის ქ.№ 2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ხელვაჩაური - დიდ აჭარის ქ. 23 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
ქობულეთი - აღმაშენებლის №44 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი).

უფასო ვაქცინაცია ცოფზე ჩატარდება თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში. მისამართების სია რეგიონების მიხედვით შეგიძლიათ  ნახოთ აქ.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში.

აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი