აქცია ხულოში

21 აპრილი 2021, 18:01 1282 ნახვა

ხულო ზარზმის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა სამუშაოები განაახლეს.  ისინი კომპანიას 10 დღეს აძლევენ, იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ. დასაქმებულებმა დღეს დილით მუშაობაზე უარი თქვეს და აქცია მსვლელობით მივიდნენ კომპანიის ოფისთან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით.

განმარტავენ, რომ ხელშეკრულებას იმ პირობით მოაწერეს ხელი, რომ ,,სინოჰიდრო" მათ ანაზღაურებას გაუზრდიდა, თუმცა ასე არ მოხდა. დღეს მათ დამსაქმებელი არ გამოხმაურებია. ჩვენ კი კომპანიის იურისტმა განგვიმარტა, რომ პრეტენზიების შესახებ დასაქმებულებმა კომპანიას წერილობით უნდა შეატყობინოს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი