ხულოში, სოფელ ყინჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

22 მარტი 2021, 00:14 1663 ნახვა

ხულოში, სოფელ ყინჩაურში შაინიძეების მრავალსულიანი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. ხანძარმა ერთსართულიანი ხის სახლი მთლიანად გაანადგურა.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი