მაღალმთიან აჭარაში აღარ თოვს. უხვი ნალექისგან ჩაკეტილი გზების გაწმენდა არ დასრულებულა. დაბაში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი 80 სანტიმეტრს გადააჭარბა.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებში დამაკავშირებელი მონაკვეთები მოაწესრიგეს, ამ დროისთვის კი შიდა სასოფლო გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
გზები მოყინულია, ამიტომ ავტომობილებით გადაადგილების დროს რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება. ანალოგიური მდგომარეობაა კურორტ გოდერძისთან დამაკავშირებელ გზაზეც.