ასეთი კოვიდსტატისტიკის პარალელურად კვლავ აქტუალურია პანდემია და გამოწვევები ტურიზმის სექტორში, მაშინ როცა ქვეყანას საზღვრები ჩაკეტილი აქვს და წერტილოვანი შეზღუდვებიც მოქმედებს.
''მთავარი'' დაინტერესდა ეყოლება თუ არა წელს ზამთრის კურორტებს უცხოელი ვიზიტორები? ირკვევა, რომ მაგალითად კურორტ გომარდულზე წელს მხოლოდ შიდა ტურიზმის იმედზე არიან, თუმცა დაიტვირთება თუ არა 5 კოტეჯი, სადაც ერთდროულად 60-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი - პროგნოზის გაკეთება უჭირთ ინვესტორებს.
შედარებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს, რასაც ვერ ვიტყვით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტზე. უცხოელი ვიზიტორების გარეშე და შიდა ტურიზმის იმედად დარჩენილი გომარდული.