მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება

13 აგვისტო 2020, 15:01 990 ნახვა

მესტიაში  გაფართოებული ტესტირება გრძელდება.   კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.  

მესტიის პარალელურად, ეპიდემიოლოგები სვანეთის სხვა დასახლებებშიც მუშაობენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი გადაიყვანეს სვანეთიდან. 

ცხრავე სვანეთის კლასტერიდანაა. როგორც  კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა  მათგან  5 ბავშვია.  

პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ. სვანეთიდან აჭარაში 103 მოქალაქეა საკარანტინე სივრცეში გადმოყვანილი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი