სეზონური ვირუსები

11 თებერვალი 2025, 14:18 649 ნახვა

რესპირაციული ვირუსები და გრიპი - სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. მაღალი ტემპერატურა, ხველება, ყელის ტკივილი - ამ სიმპტომებით კლინიკებს დღის განმავლობაში არაერთი პაციენტი მიმართავს.

ბათუმის იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში აცხადებენ რომ ემერჯენსის განყოფილებაში ყოველდღიურად 80-დან უმეტესობა სასუნთქი გზების დაავადებებითაა, აქედან საშუალოდ 30 პროცენტი კი სტაციონარში გადის მკურნალობას.  დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 საშუალო სიმძიმის პაციენტი მკურნალობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით  ამ დროისთვის 20 პროცენტით ცირკულირებს გრიპი ასევე დაფიქსირდა სხვა რესპირატორული ვირუსებიც. რინოვირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი.

რაც შეეხება ეპიდ ვითარებას, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ვითარება სეზონური ვირუსებისთვის დამახასიათებელი და მოსალოდნელია.

ნონა ეფაძის ინფორმაციითვე, თებერვლის შუა რიცხვებიდან ელოდებიან შემთხვების კლებას, თუმცა ვირუსები შენარჩუნდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში