ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის ექიმების ბრიფინგი

06 იანვარი 2025, 11:11 132 ნახვა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის ექიმების განცხადებით, ნოემბრის აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტოქსიკური აირები გამოიყენა, რომლებმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებში სხვადახვა სახის სიმპტომები გამოავლინა, როგორებიცაა თავბრუსხვევა, გულის რევა და   სისხლდენა.

მათი განცხადებით, აღნიშნული სიმპტომებით პაციენტები დღემდე გადიან სამედიცინო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მონიტორინგს, რაც მათი თქმით,  მეტყველებს იმაზე, რომ აქციაზე აღნიშნული საშუალებები გადაჭარბებული დოზით გამოყენეს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის ექიმები ასევე აცხადებენ, რომ გაზის კაფსულები შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეკომენდაციების დარღვევით გამოიყენა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში