შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

22 ნოემბერი 2024, 11:02 177 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ სერვისის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამაში გამოვლენილი გამოწვევები განიხილა. ისაუბრეს მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური განვითარების კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციართა ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა და მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში