მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა

05 იანვარი 2025, 11:04 161 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

"ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია – ამ მიზნით, გაგრძელდება, კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

 

მინისტრმა შობა-ახალი წელი მიულოცა სამედიცინო პერსონალსაც და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა, პაციენტებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში