გრიპის ვირუსის გავრცელება ყოველკვირეულად მზარდია - ვანო ჩხაიძე

06 იანვარი 2025, 11:50 231 ნახვა

ვაქცინაციის მაჩვენებლის ტემპი  საშუალო და არა საკმარისი,   მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავისა და ყელის ტკივილი,სახსრებისა და კუნთების ტკივილი,ხველა, უმადობა - ამ  სიმპტომებით   ხასიათდება გრიპის ვირუსი, რომლის გავრცელება  საქართველოში ყოველკვირეულად მზარდია. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ  პიკი მოსალოდნელია იანვარში,რაც შეეხება მაჩვენებლებს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით,  ვირუსის  გავრცელება  თითქმის  ანალოგიურია გასულ წელთან შედარებით და  მაგრამ ორჯერ  შემცირებულია   ორი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. ვირუსი  ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში  ცირკულირებს და   ჰოსპიტალიზაციაც სწორედ ბავშვებთან  არის გაზრდილი.

ჩხაიძე  აქცენტს ვაქცინაციაზე არასაკმარის მიმართვაზე   აკეთებს და ამბობს,რომ  ბავშვებს ,რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ,  გრიპის აცრა გაკეთებული არ ჰქონდათ. ვირუსებთან დაკავშირებით  გამართულ  ბრიფინგზე საუბარი შეეხო  ჩრდილოეთ  ჩინეთში  გავრცელებულ   მეტაპნევმო ვირუსსაც.  პროფესორი   ვანო ჩხაიძე   გვარწმუნებს, რომ აღნიშული ვირუსის მიმართ  საქართველოში  იმუნიტეტი არსებობს და მისი გავრცელება   არანაირი  განგაშის საფუძველი არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში