მილები გაყვანილია, თუმცა წყალი არ მოდის, რის გამოც ბეშუმში დამსვენებლებს წყლის მომარაგება ჭურჭლებით უწევთ. ეს სურათი ე.წ "გაფენილი წყლის“ უბანში დაგხვდებათ. მისგან განსხვავებით ყველანაირი კომფორტი აქვს ე.წ ღობის შიგნით მყოფებს, თუმცა მათთვის პრობლემა ხულო-ბეშუმის გზაა. მთიანი აჭარა, ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მხარეა და ყოველწლიურად მას უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. გამორჩეულია მწვანე ტბაც, თუმცა შეიძლება ითქვას იქ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდე, რადგან ნავით სეირნობისას ინციდენტის შემთხვევაში თავს თავად უნდა უშველოთ, რადგან მაშველი არ დაგხვდებათ.