ვითარება მაღალმთიანეთში

22 დეკემბერი 2024, 12:28 127 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში მეწყრული კერების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, ქედაში, სოფელ პირველ მაისთან, განვითარებული მეწყრული პროცესების გამო მოძრაობა ცალმხრივად ან შემოვლითო გზით არის შესაძლებელი.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება შუახევშიც, სადაც მეწყერმა გზა ორი დღის წინ ჩაკეტა და იმავე დღეს ნაწილობრივ გაიხსნა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში