ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, სადაც განაცხადების მიღება თებერვლის ბოლოს დასრულდება.
პროექტის მიხედვით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალი სკვერი უნდა მოეწყოს, რომელიც სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ასევე ბავშვთა გასართობი, მოსასვენებელი ზონები მოეწყობა.
ქობულეთში უნდა მოეწყოს ეკო პლაჟი, რომელიც დ.აღმაშენებლის 644-ნომრის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, სადაც ძირითადი აქცენტი მწვანე ზოლს დაეთმობა.
პროექტის მიხედვით დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება გარე განათებები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ორივე პროექტისთვის დაახლოებით 3-მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ქობულეთის მერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს 10-ახალი სკვერი შეემატება.