ხულოში სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერა დასრულდა

23 ივნისი 2020, 11:59 1285 ნახვა

სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების  შესწავლა დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტში.  სალიკვიდაციო  კომისიამ  სამი თემის:  ვერნების, ხიხაძირისა და ფუშრუკაულის 10 სოფელი შეისწავლა და  მონაცემები სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადააგზავნა, რომელიც ზარალს დაითვლის. კომპენსაციის ხარჯებს აჭარის მთავრობა დაფარავს.

რაც შეეხება შუახევს, სეტყვის შედეგად აქ მნიშვნელოვანი ზარალი არ ყოფილა. მერიის ინფორმაციით, სპეციალური კომისია ადგილზე გაეცნო მდგომარეობას და მიმდინარეობს დათვლა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი