ყველაფერი შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი, ნუ ვჩქარობთ - პრემიერი საარჩევნო სიაში ყოფნაზე

10 ივნისი 2020, 12:46 1328 ნახვა

ყველაფერი შესაძლებელია, ნუ ვჩქარობთ, არც მიფიქრია ამ სიაზე-ასე უპასუხა პრემირმა ჟურნალისტის შეკითხვას შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სის სათავეში იყოს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა.

„ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე, ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, საერთოდ არც გვიფიქრია ამაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი