"ჩაქვში ძალოსნებს დარბაზი 2021 წელს ექნებათ" - შპს სტადიონი

17 დეკემბერი 2019, 18:46 2407 ნახვა

დაბა ჩაქვში ძალოსნები რამდენიმე ათეული წელია  ისეთ შენობაში ვარჯიშობენ, რომელსაც ფანჯრები არ აქვს, დარბაზში ქარი ისე ქრის როგორც გარეთ,  ჭერიდან წყალი ჩადის,  იატაკი  ამორტიზებულია, არც საშხაპე აქვთ ცხელი წყლით და  არც გათბობა.  სპორტსმენები გასათბობად შეშის ღუმელს ანთებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „შპს სტადიონში“ გვეუბნებიან, რომ მშენებლობისთვის ტენდერს მომავალი წლის გაზაფხულზე გამოაცხადებენ, 1 წელში კი მშენებლობას დაასრულებენ. ცნობისთვის; შენობის აგებაზე საუბარი დაახლოებით 20 წელია მიმდინარეობს, თუმცა საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამ დარბაზში გაზრდილმა  ძალოსანმა, ირაკლი თურმანძემ, რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი