საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში

11 იანვარი 2025, 11:45 88 ნახვა

ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღემ ხუთი ჩემპიონი გამოავლინა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 17 წლის დებიუტანტმა ვახტანგ ლოლუამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში აკაკი ოსიაშვილი დაამარცხა. 63 კილოგრამში ჩემპიონი ბექა გურული გახდა.72 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში იური ლომაძემ გიორგი ჩხიკვაძე დაამარცხა და ოქრო მოიგო. 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე ძამაშვილმა, 97-ში კი გიორგი მელიამ გაიმარჯვეს.
რაც შეეხება აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლებს, მათ ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი თორნიკე მიქელაძე გახდა, ნიკა ბროლაძემ და ლაშა ბოქლვაძემ ბრინჯაოს შესაბამისად 72 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოიპოვეს. დღეს კიდევ ხუთი ფინალი გაიმართება, რომელშიც აჭარის საჭიდაო სკოლის ხუთი წარმომადგენელი იასპარეზებს. ოქროსთვის ამირან შავაძე, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, რამაზ ზოიძე და აჩიკო ბოლქვაძე იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში