საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

12 იანვარი 2025, 11:52 87 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრების პირველ დღეს ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ის მოჭიდავეები, რომლებიც ჩემპიონობისთვის და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.
აჭარის ნაკრები ტურნირზე 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის არაა გუნდის პირველი ნომერი შოთა ფარტენაძე, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, ვერ იჭიდავებს ასევე რამაზ თურმანიძეც. საქართველოს ჩემპიონატი 14 იანვარს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში